საპოლიციო ღონისძიებების შედეგად დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნარკოტიკების მომხმარებელია და თუ მას ბრალი წარედგინება რეალიზაციის მუხლით, ეს იქნება არასწორი კვალიფიკაცია

სამართალდამცველების მიერ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის, ზაქარია ოქრუაშვილის ადვოკატის, თამარ თედლიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელია და იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი ოფიციალურად წარედგინება რეალიზაციის მუხლით, ეს იქნება არასწორი კვალიფიკაცია.

„შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელიც 30 წლამდე ასაკისაა და როდესაც ვკითხე დეტალების შესახებ, მითხრა, რომ სწორედაც სქემის მიხედვით მოქმედებდა. ჩემთვის არ იყო ეს გასაკვირი, რადგან ბევრი ადამიანისთვის ცნობილი არის ეს სქემა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს მისივე საცხოვრებელ სახლში. გამოძიებასთან ითანამშრომლა იმ პირმა, ვისთან ერთადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იძენდა ნარკოტიკულ საშუალებას. არსებობს ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, სადაც „,წამლის“ გადაცემისას ზაქარია ეუბნება ამ პირს „ეს არის შენი წილი“, - აღნიშნა „ინტერპრესნიუსთან“ თამარ თედლიაშვილმა.

გორში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული კიდევ ერთი პირის უფლებებს კი საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს.

ინფორმაციისთვის, შსს-ს ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია ­ 88 ნარკორეალიზატორი და ნარკოდანაშაულში ჩართული პირი - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება, ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!