ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა ჩავარდა

ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა ჩავარდა, - ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენის გადადგომის მოთხოვნის შესახებ „ევროპის პატრიოტების“ ჯგუფის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შუამდგომლობის წინააღმდეგ ხმა 390-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო მას მხარი 165-მა დეპუტატმა დაუჭირა.

„ევროპის პატრიოტების“ ჯგუფმა ევროკომისიის პრეზიდენტის გადადგომა ევროკავშირსა და მერკოსურს შორის გაფორმებული სავაჭრო შეთანხმების წინააღმდეგობის ნიშნად მოითხოვა.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა მერკოსურის წევრებთან, არგენტინასთან, ბრაზილიასთან, პარაგვაისთან და ურუგვაისთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი გასულ კვირას მოაწერა. გუშინ, ევროპარლამენტმა შეთანხმების ევროკავშირის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას დაუჭირა მხარი.

პაატა ცაგარეიშვილი - საქართველოზე გამავალ „შუა დერეფანს“, შესაძლოა, ახლო მომავალში ახალი კონკურენტი მიმართულება გამოუჩნდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში