გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 იანვარს 09:00-იდან 10:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ფასანაური, ჭართალი, წითლიანა, მუგუდა, ცხვედიეთი, ზანდუკი, ხევშა, წიფორი, ჯუღისი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-იდან 17:00 საათამდე - სოფლებში მენესო, დგნალი, ცივწყარო, ჩანადირთკარი, მლაშე, ბოდორნა, ბაზალეთი, თხილიანა და მიმდებარე სოფლებში. 11:00-იდან 14:00 საათამდე - სოფლებში არღუნი, ჩირდილელიანთკარი, ჩანადირთკარი, პირმისაანი, მილახვრიანი, დუდაურები, ვეძათხევი და მიმდებარე სოფლებში.

11:30-იდან 18:30 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში სიონი, ორხევი.

12:00-იდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით გაეთიშებათ მომხმარებლებს სოფელ დიღომში გაბრიელ ათონელის, დიდგორის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ბერი გობრონის, დედოფალი ელენეს და მეფე კონსტანტინეს, კავთას, რუსთაველის, ყაზბეგის, ჩარგალეთის, ფიროსმანის, ანდრონიკაშვილის, იოაკიმეს და ანას ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!