ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპას უყვარს მომავლის განხილვა, მაგრამ თავს არიდებს ქმედებებს - რატომ შეუძლია ტრამპს “ჩრდილოვანი ფლოტის” ტანკერების გაჩერება და ნავთობის წართმევა, მაგრამ ევროპას არა? - რუსული ნავთობი უნდა გაჩერდეს

რატომ შეუძლია პრეზიდენტ ტრამპს რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” ტანკერების გაჩერება და ნავთობის წართმევა, მაგრამ ევროპას არა? - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსული ნავთობი უნდა გაჩერდეს და მისი კონფისკაცია მოხდეს.

“ევროპას უყვარს მომავლის განხილვა, მაგრამ თავს არიდებს ქმედებებს დღეს, ქმედებებს, რომლებიც განსაზღვრავს, როგორი მომავალი გვექნება.

რატომ შეუძლია პრეზიდენტ ტრამპს “ჩრდილოვანი ფლოტის” ტანკერების გაჩერება და ნავთობის წართმევა, მაგრამ ევროპას არა? რუსული ნავთობის ტრანსპორტირება ევროპული სანაპიროების გასწვრივ ხდება. ეს ნავთობი უკრაინის წინააღმდეგ ომს აფინანსებს. ეს ნავთობი ევროპის დესტაბილიზაციას ეხმარება.

ასე რომ, რუსული ნავთობი უნდა გაჩერდეს, მისი კონფისკაცია უნდა მოხდეს და ევროპის სასარგებლოდ უნდა გაიყიდოს. რატომ არა? თუ პუტინს ფული არ ექნება - ევროპისთვის ომი არ იქნება. თუ ევროპას ფული ექნება, მაშინ მას შეეძლება თავისი ხალხის დაცვა.

ახლა ეს ტანკერები ფულს აკეთებენ პუტინისთვის და ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი აგრძელებს თავისი ავადმყოფური დღის წესრიგის წინ წაწევას”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!