ვოლოდიმირ ზელენსკი - ნამდვილ გლობალურ ძალად გახდომის ნაცვლად, ევროპა პატარა და საშუალო ძალების ლამაზ, მაგრამ ფრაგმენტირებულ კალეიდოსკოპად რჩება - ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ევროპიდან არის, მაგრამ არ არის ყოველთვის ევროპის მხარეს

ნამდვილ გლობალურ ძალად გახდომის ნაცვლად, ევროპა პატარა და საშუალო ძალების კალეიდოსკოპად რჩება, ტრამპი ამბობს, რომ უყვარს ევროპა, მაგრამ ის ასეთ ევროპას არ მოუსმენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

“ნამდვილ გლობალურ ძალად გახდომის ნაცვლად, ევროპა პატარა და საშუალო ძალების ლამაზ, მაგრამ ფრაგმენტირებულ კალეიდოსკოპად რჩება. მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების დაცვაში ლიდერობის აღების ნაცვლად, მითუმეტეს როდესაც ამერიკის ფოკუსი სხვაგან გადადის, ევროპა დაკარგული ჩანს და ცდილობს ამერიკის პრეზიდენტი დაარწმუნოს, რომ შეიცვალოს. მაგრამ ის არ შეიცვლება.

პრეზიდენტ ტრამპს უყვარს ვინც არის. და ის ამბობს, რომ უყვარს ევროპა, მაგრამ ის ასეთ ევროპას არ მოუსმენს.

დღევანდელ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, რომელზეც ხშირად არ საუბრობენ, არის აზროვნება. ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ევროპიდან არის, მაგრამ ყოველთვის ევროპის მხარეს არ არის”, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს