გია ჯაფარიძე - საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და "რა საჭიროა?" - ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ახლა კიდევ ალიევის განცხადება, ჩვენ ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, არა იმიტომ, რომ ვინმემ ამოგვაგდო, არამედ საქართველოს ამჟამინდელმა ფაქტობრივმა ხელისუფლებამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა, - ამის შესახებ დიპლომატმა გია ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

გია ჯაფარიძის თქმით, საქართველოსთვის გეოპოლიტიკური ნიშის დაკარგვა ნიშნავს იმას, რომ აღარ ვართ საინტერესო, რითაც ძალიან ვუახლოვდებით დამოუკიდებლობის დაკარგვას.

„პრეზიდენტმა ალიევმა გააჟღერა ის, რაც რაღაც მომენტში აუცილებლად გაჟღერდებოდა. პრინციპში იყო მოსალოდნელი. 2013 წლიდან საქართველო თავის როლს და ფუნქციას კარგავს, რაც იყო „ქართული ოცნების“ სრულიად შეგნებული პოლიტიკა.

რასაც ამბობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, სიმართლეა, ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ახლა კიდევ ალიევის განცხადება, ჩვენ ამ ყველაფრიდან ვართ ამოვარდნილი და არა იმიტომ, რომ ვინმემ ამოგვაგდო, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ არ გვაქვს სურვილი. საქართველოს ამჟამინდელმა ფაქტობრივმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ აქედან ამოვვარდნილიყავით.

როდესაც ვკარგავთ გეოპოლიტიკურ ნიშას, მაშინ ჩვენ ძალიან ახლოს ვდგებით იმ მომენტთან, რაც გვქონდა მე-15 საუკუნეში. გეოპოლიტიკური ნიშნის დაკარგვა, ეს ნიშნავს იმას, რომ აღარ ვართ საინტერესო, ამას ჩვენ ძალიან ახლოს მივყავართ დამოუკიდებლობის დაკარგვასთან. ეს არის შეშფოთების საგანი“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

გია ჯაფარიძის თქმით, დავოსში „მშვიდობის საბჭოს“ შეხვედრაზე საქართველოს არ მიწვევა ნიშნავს, რომ საქართველომ თავისი ისტორიული ფუნქცია დაკარგა და იქცა რუსეთის სატელიტ სახელმწიფოდ.

„საქართველო რომ იქ არ არის მიწვეული, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ საქართველომ ის ფუნქცია დაკარგა, რა ფუნქციაც მას ისტორიის განმავლობაში ჰქონდა ან ყოველთვის ეძიებდა, რომ ჰქონოდა. საქართველო არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი სახელმწიფო, შესაბამისად რა "საჭიროა მისი მოწვევა?“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება