დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისადმი გაგზავნილი მიწვევა „მშვიდობის საბჭოს“ შეუერთდეს უკან გაიწვია.

Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი კარნის მიმართავს, რომ საბჭო კანადისთვის გაგზავნილ მიწვევას აუქმებს.

„„მშვიდობის საბჭო“ უკან იწვევს თქვენთვის გამოგზავნილ მოწვევას ყველაზე პრესტიჟულ ლიდერთა საბჭოში კანადის გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას ხელი გუშინ დავოსში მოაწერა. ტრამპმა წესდებას ხელი თანადამფუძნებელი სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად მოაწერა. მისი თქმით, საბჭოს კიდევ უფრო მეტი ქვეყნის ლიდერი შეუერთდება. „წერილები რამდენიმე დღის წინ გავაგზავნეთ. აქ მხოლოდ ის ქვეყნებია, რომლებიც შემთხვევით დავოსში იმყოფებიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს