ზურაბ ჯაფარიძე - გიორგი ვაშაძეს შევხვდებით და დაველაპარაკებით, არ მგონია, მისი ენერგია სადმე მილეულიყო, რაც შეეხება დებატებს, მზაობა მაქვს, მაგრამ მეეჭვება, კობახიძეს ამის ნება მისცენ - ეს დამოკიდებულია ივანიშვილზე

გიორგი ვაშაძეს შევხვდებით და დაველაპარაკებით. არ მგონია, რომ მისი ენერგია სადმე მილეულიყო. ვნახოთ, რომ გამოვა დაველაპარაკებით, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა „ზურა-გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს რუსთავის ციხესთან განუცხადა, სადაც პოლიტიკოსები და ოჯახის წევრები "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის ციხიდან გამოსვლას ელოდებიან.

ამასთან, ჯაფარიძემ ისაუბრა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე დებატების შესახებ.

„რამდენიმე წელია ყველა პროპაგანდისტულ არხს ვეუბნებოდი, რომ მოვალ, პირდაპირ ეთერში დავჯდები, ნებისმიერ თემაზე მზად ვარ ვილაპარაკო. ეს მზაობა ახლაც მაქვს, თუ კობახიძეს ამის მზაობა აქვს, მაგრამ მეეჭვება, რომ მისცენ მაგის ნება - ეს კობახიძეზე არაა დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ივანიშვილზე. მოუწევს იმის გაკეთება, რასაც ეტყვის ივანიშვილი. დამელაპარაკოს და ვნახოთ, ნორმალიზება იქნება თუ არა“, - განაცხადაზურა ჯაფარიძემ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება