გიგი წერეთელი - ტრაგიკულია, თუ რის გამო იყო გიორგი ვაშაძე ამ თვეების განმავლობაში საპატიმროში - ვფიქრობ, კონსოლიდაციის პროცესს, რომელიც აუცილებელია ცვლილებებისთვის, ვაშაძე ხელს შეუწყობს

ვფიქრობ, იმ კონსოლიდაციის პროცესს, რომელიც აუცილებელია ცვლილებებისთვის, გიორგი ვაშაძე ხელს შეუწყობს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა რუსთავის ციხესთან, სადაც პოლიტიკოსები და ოჯახის წევრები „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის ციხიდან გამოსვლას ელოდებიან.

მისივე თქმით, გიორგი ვაშაძის ოჯახს და შვილებს აბსოლუტურად დაუმსახურებელი სტრესი ჰქონდათ მთელი ამ თვეების განმავლობაში.

„ძალიან სასიხარულოა, რომ ვაშაძე საპატიმროს დატოვებს, თავის ოჯახთან, საზოგადოებასთან იქნება. მეორე მხრივ ტრაგიკული ამბავია, თუ რატომ? რის გამო იყო ამ თვეების განმავლობაში საპატიმროში, რატომ ვართ დილის 7 საათზე მოსულები. ეს არის ასახვა იმ მძიმე რეალობის, სადაც ვცხოვრობთ. რას გააკეთებს გიორგი ვაშაძე, ვნახავთ. ძალიან აქტიური ადამიანია, ყოველთვის ძალიან ბევრი იდეა ჰქონდა, ბევრი ენერგია და ვფიქრობ, იმ კონსოლიდაციის პროცესს, რომელიც აუცილებელია ცვლილებებისთვის, გიორგი ვაშაძე ხელს შეუწყობს.

მინდა გავიზიარო სიხარული, მის ოჯახს და შვილებს აბსოლუტურად დაუმსახურებელი სტრესი ჰქონდათ მთელი ამ თვეების განმავლობაში, ის რომ არაფრის გამო გაცხადების და ტროტუარზე დგომის გამო ციხეში შეიძლება აღმოჩნდნენ ყველაზე მიუღებელია“,- აღნიშნა წერეთელმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება