გიგა ლემონჯავა ოპოზიციაზე - ერთიანობაზე დიდი ხანია ვმუშაობთ, ამ ერთიანობას უნდა ჰქონდეს კონკრეტული შინაარსი, რაც არის შეთანხმება გამარჯვების გეგმის შესახებ - ასევე, მნიშვნელოვანია ქცევის წესებზე შეთანხმება, როგორ ურთიერთობენ ეს ჯგუფები

მნიშვნელოვანია ქცევის წესებზე შეთანხმება, თუ როგორ ურთიერთობენ ეს ჯგუფები ერთმანეთთან, მაგრამ ამის მიღმა მთავარია შეთანხმება გამარჯვების სტრატეგიასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

გიგა ლემონჯავას თქმით, პოლიტიკური პარტიების ერთიანობას უნდა ჰქონდეს კონკრეტული შინაარსი - „გამარჯვების გეგმის შესახებ, ანუ როგორ ვამარცხებთ ივანიშვილს და როგორ იმარჯვებს თავისუფლება საქართველოში“.

„ერთიანობაზე ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ. ერთიანობას უნდა ჰქონდეს კონკრეტული შინაარსი. ეს შინაარსი არის შეთანხმება გამარჯვების გეგმის შესახებ, ანუ როგორ ვამარცხებთ ივანიშვილს და როგორ იმარჯვებს თავისუფლება საქართველოში. ამ გეგმას თავისი სტრატეგიული მიმართულებები გააჩნია და ამ მიმართულებებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კონკრეტულ ჯგუფებს შორის.

ჩემი სურვილია, რომ ამ შეთანხმების ნაწილი ყველა პროდასავლური პოლიტიკური პარტია გახდეს, რომლებიც გულწრფელად იბრძვიან ამ რეჟიმის წინააღმდეგ და არ თანამშრომლობენ რეჟიმთან. ასევე, მნიშვნელოვანია ქცევის წესებზე შეთანხმება, თუ როგორ ურთიერთობენ ეს ჯგუფები ერთმანეთთან, მაგრამ ამის მიღმა მთავარია შეთანხმება გამარჯვების სტრატეგიასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, თარიღებს ვერ ვიტყვით, ეს მიმდინარე პროცესია, რომელიც კარგად მიდის და დინამიკაც სწორია.

პარტიებში არის გააზრება იმისა, რომ ივანიშვილი ყველას თანაბრად გვემუქრება და არა მარტო პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ემუქრება ქვეყნის სუვერენიტეტს და მომავალს. ამის გააზრება პარტიებში აბსოლუტურია და ამიტომ მგონია, რომ დღეს ეს ერთიანობა კონკრეტულ შინაარსზე დაფუძნებული რეალურია“,- განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს