აბას არაჩღი - ზელენსკი ამერიკელ და ევროპელ გადასახადის გადამხდელებს ყვლეფს, რათა თავისი კორუმპირებული გენერლების ჯიბეები შეავსოს - ბატონო ზელენსკი, მსოფლიოს ყელში ამოუვიდა დაბნეული ჯამბაზები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ და ევროპელ გადასახადის გადამხდელებს ყვლეფს, რათა თავისი კორუმპირებული გენერლების ჯიბეები შეავსოს და დაუპირისპირდეს, მისი თქმით, უკანონო აგრესიას, რომელიც გაერო-ს წესდებას არღვევს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბარ არაღჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ზელენსკი „ღიად და უტიფრად მოუწოდებს აშშ-ს ირანის წინააღმდეგ უკანონო აგრესიისკენ, რაც გაეროს- წესდების დარღვევას წარმოადგენს“.

„ბატონო ზელენსკი, მსოფლიოს ყელში ამოუვიდა დაბნეული ჯამბაზები. თქვენი უცხოეთიდან მხარდაჭერილი და დაქირავებული ჯარისკაცებით სავსე არმიისგან განსხვავებით, ჩვენ, ირანელებმა, ვიცით, როგორ დავიცვათ თავი და არ გვჭირდება უცხოელებისთვის დახმარების თხოვნა“, - წერს არაღჩი.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!