საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობებს კიდევ უფრო აფართოებს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ადვოკატებისთვის და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო მიმართულებით შეღავათების დაწესების მიზნით სამუშაო შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივით განახლებული შეთანხმებების ფარგლებში, შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაფართოვდა და პირველად გახდა ხელმისაწვდომი პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებისთვისაც, რაც ახალგაზრდა იურისტებისთვის დამატებით ღირებულებას ქმნის.

„აღნიშნული საკითხების განსახილველად ირაკლი ყანდაშვილმა შეხვედრა გამართა ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორთან, იოსებ ნანობაშვილთან.

შეხვედრაზე ასოციაციასა და EPLO-ს შორის უკვე არსებული თანამშრომლობის შეთანხმება განიხილეს, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოში წევრობას ითვალისწინებს. შეთანხმება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებსა და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებს უნიკალურ წვდომას აძლევს საერთაშორისო სასტიპენდიო და აკადემიურ პროგრამებზე, რაც 70%-იან ფასდაკლებას მოიცავს.

გარდა ამისა, მხარეებს შორის არსებული შეთანხმება მოიცავს საკვალიფიკაციო კურსებსა და ერთობლივ პროფესიულ ღონისძიებებს, რომელთა ფარგლებში ევროკავშირის სამართლის სფეროს წამყვანი ექსპერტები იქნებიან ჩართულნი.

ირაკლი ყანდაშვილმა, შეხვედრა გამართა ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლის დირექტორებთან - ქეთევან ჯელაძესთან და მაია მესხთან. შეხვედრაზე ის ცვლილებები განიხილეს, რომლებიც ადვოკატთა ასოციაციასა და ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლას შორის უკვე არსებულ შეთანხმებაში შევიდა. კერძოდ, მემორანდუმი ამ დრომდე 15%-იან შეღავათს ითვალისწინებდა, ახალი შეთანხმების მიხედვით შეღავათი 20% - მდე გაიზარდა და აღნიშნული შესაძლებლობით სარგებლობა პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი. ასევე, უკვე არსებული შეთანხმების მიხედვით ამერიკული სამართლის სკოლის სასწავლო პროგრამის (SAL) დასრულების შემდეგ მათ შესაძლებლობა აქვთ აშშ-ში, ჩიკაგო-კენტის მაგისტრატურაზე 75% სტიპენდიით გააგრძელონ სწავლა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით აქტიურ მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს და მოხარულია, რომ შეიქმნა საშუალება, რათა ქართველმა ადვოკატებმა მიიღონ ამერიკული და ევროპული მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი სამართალში უპრეცენდენტოდ შეღავათიანი ფინანსური პირობებით ევროპის სხვადასხვა ქალაქსა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი