ტყიბულის ერთ-ერთ რესტორანში, რუსული სიმღერის გამო მომხდარი ჯგუფური ძალადობისთვის ბრალდებულ პოლიციელს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და კიდევ ორი პირს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ჯგუფური ძალადობისთვის ბრალდებულ პოლიციელს მიხეილ გიგაურს, ასევე, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და კიდევ ორ პირს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. საქმე ეხება ტყიბულის ერთ-ერთ რესტორანში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მონაწილეობით მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, რომელიც რუსული სიმღერის გამო დაიწყო.

ქუთაისის პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსს გამოძიება დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავება.

„ინფო იმერეთის“ ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე პატიმრობა არც პროკურატურას მოუთხოვია - პროკურორებმა მოსამართლეს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართეს.

შეგახსენებთ, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა და მისმა თანმხლებმა ორმა პირმა განახორციელეს ჯგუფური ძალადობა და ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორანში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს და მათ თანმხლებ პირს. არსებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება რუსული სიმღერის გამო დაიწყო. კერძოდ, დაცვის პოლიციის თანამშრომლებს რესტორანში მიხეილ შუფუტინსკის სიმღერის ჩართვა სურდათ, თუმცა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა სხვა მაგიდასთან მსხდომ კოლეგებს შენიშვნა მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს