ვოლოდიმირ ზელენსკი - დონბასის საკითხი საკვანძოა - ეს საკითხი აბუ-დაბიში განიხილება

ტერიტორიული საკითხი, პირველ რიგში, დონბასთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესია. ამ საკითხს უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციები დღეს აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე განიხილავენ, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„დონბასის საკითხი საკვანძოა. ამ საკითხს, თუ როგორ ხედავს ამას სამი მხარე, დღეს და ხვალ აბუ-დაბიში განიხილავენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი მას ყველა ეტაპზე შესაბამის სიგნალებს მიაწვდის.

შეგახსენებთ, დღეს და ხვალ აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს