ლუკა ნაგლიაშვილს, რომელსაც შსს ტროტუარზე დგომას ედავებოდა, 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

აქციის მონაწილე ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ, ტროტუარზე დგომას და მოქალაქეებისთვის გზის შეფერხებას ედავებოდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ზვიად ცეკვავამ მიიღო.

როგორც მან პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, პატიმრობის შემთხვევაშიც, აქციაზე ყოფნას მაინც გააგრძელებდა.

„ველოდები, რომ მომისჯიან. ალბათ, მინიმუმ 4 დღეს, როგორც სხვა თანამოქალაქეებს. არ მაქვს არანაირი შიში. თანადგომა სხვა პატიმრებს, ვინც დღეს უკვე დააკავეს. რა თქმა უნდა, ეს არ შემიშლის ხელს. 4-დღიანი ან 15-დღიანი პატიმრობა რომ მომისაჯონ, [გათავისუფლების შემდეგ] მაინც გამოვალ და მაინც დავდგები ტროტუარზე. თუ ეს დანაშაულია, მე მაინც ისევ იმ ადგილას ვიდგები. დრაკონული კანონია ესეც იმისთვის, რომ ხალხი დააშინონ და განსხვავებული აზრი ჩაახშონ“, - განაცხადა ლუკა ნაგლიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს