სასამართლომ მიხეილ ზაქარეიშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ მიხეილ ზაქარეიშვილს ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ზაქარეიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ, ტროტუარზე დგომას და მოქალაქეებისთვის გზის შეფერხებას ედავებოდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ზვიად ცეკვავამ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ, დღეს, იგივე ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად კიდევ რამდენიმე მომიტინგე ცნო, მათ სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას ტროტუარზე დგომის ფაქტზე 4-4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო ლუკა ნაგლიაშვილს - 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა აქტივისტ ანი ახმეტელს, რომელიც ასევე სამართალდამრღვევად ცნეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს