ვიტალი კლიჩკო კიევის მცხოვრებლებს - მოიმარაგეთ საკვები, წყალი და მედიკამენტები - სიტუაცია რთულია და შეიძლება გაუარესდეს

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მოქალაქეებს მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად დატოვონ ქალაქი, დარჩენილებმა კი საკვები, წყალი და მედიკამენტები მოიმარაგონ, რადგან „სიტუაცია რთულია, მაგრამ შესაძლოა გაუარესდეს“.

„მივმართავ მაცხოვრებლებს და გულწრფელად ვამბობ: სიტუაცია უკიდურესად რთულია და შესაძლოა ეს ყველაზე ცუდი მომენტი არ იყოს. მოიმარაგეთ საკვები, წყალი და აუცილებელი მედიკამენტები. თუ ვინმეს კიდევ აქვს ქალაქგარეთ გამგზავრების ვარიანტი, სადაც საკვებისა და გათბობისთვის ალტერნატიული წყაროებია, უარი არ თქვათ“, - აცხადებს კლიჩკო.

მისი თქმით, კიევი, ენერგეტიკის სფეროში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით და იმის გაცნობიერებით, რომ რუსები გააგრძელებენ ქალაქისა და ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, სხვადასხვა სცენარზე რეაგირებისთვის ემზადება.

კლიჩკო დამსაქმებლებს მოუწოდებს, დანერგონ მოქნილი სამუშაო გრაფიკი და, სადაც შესაძლებელია, თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის საშუალება მისცენ.

მისი თქმით, ქალაქის თითოეულ რაიონში გათბობის ცენტრები განთავსდა, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეები ღამის გათევას შეძლებენ. მერის განმარტებით, აღნიშნული ცენტრები აღჭურვილი იქნება ღამის გასათევი თავშესაფრებით, გათბობის მოწყობილობებით, საკვებითა და ჰიგიენური საშუალებებით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს