მიხეილ სააკაშვილი - სუს-ის მიერ „ფასების შემოწმება“ სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის, როგორც მაფიის ბოსის მიერ ყველას დაშინების ტაქტიკა

მაფიოზურ მენტალიტეტს დავეჯახე „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ - დიდწილად ამოვძირკვე, თუმცა ამით პოლიტიკურად ძალიან დავზარალდი და რაც ვერ ამოვძირკვე, ის მოგვიბრუნდა ივანიშვილის მაფიოზური კრიმინალური მმართველობის სახით, - არა უშავს, ამასაც გადავლახავთ, მე მზად ვარ ბრძოლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „ივანიშვილი არის კლასიკური მაფიის ბოსი“.

„ივანიშვილი, რომელიც 90-იან წლებში იყო "имеретинская мафия"-ს ბორის კვანტრიშვილის პირადი მოლარე და კვანტრიშვილის მკვლელობის მერე მთელი ფული მას დარჩა, არის კლასიკური მაფიის ბოსი და ის რაც ხდება მისი კლანის წევრების დევნის კუთხით არის არა იმდენად შიდა გარჩევა, არამედ მაფიის კლასიკური პრინციპის ცხოვრებაში გატარება.

კერძოდ - საყოველთაო შიშის დანერგვა, შიშის მოსახლეობაში, შიშის საკუთარი კლანის წევრების დაჭერით და დახოცვით და ახლა უკვე შიშის ბიზნესის დატერორებით - სუს-ის მიერ „ფასების შემოწმება“, რაც სხვა არაფერია თუ არა ივანიშვილის, როგორც მაფიის ბოსის მიერ ყველას დაშინების ტაქტიკა.

სწორედ ამ მაფიოზურ მენტალიტეტს დავეჯახე მე „ვარდების რევოლუციის შემდეგ“ - დიდწილად ამოვძირკვე, თუმცა ამით პოლიტიკურად ძალიან დავზარალდი და რაც ვერ ამოვძირკვე, ის მოგვიბრუნდა ივანიშვილის მაფიოზური კრიმინალური მმართველობის სახით.

არა უშავს, ამასაც გადავლახავთ!

საქართველო იქნება მაფიისგან საბოლოოდ გათავისუფლებული და ძალიან წარმატებული ქვეყანა! მე მზად ვარ ბრძოლისთვის!“ - წერს სააკაშვილი.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება