ლევან ჟორჟოლიანი - სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან განვიხილეთ ფასწარმოქმნის ჯაჭვი საზღვრიდან დახლამდე, კომპანიები გამოხატავენ აბსოლუტურ მზაობას, რომ ვიმუშაოთ ფასების შემცირებაზე

სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეხვდა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს, გამოითქვა მზაობა აქტიურ მუშაობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლევან ჟორჟოლიანის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ფასწარმოქმნის ჯაჭვი საზღვრიდან დახლამდე და გაიცვალა მოსაზრებები ამ მიმართულებით.

„სასურსათო ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც კომისია შეხვდა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს. გამოითქვა მზაობა აქტიურ მუშაობასთან დაკავშირებით. ასევე, განვიხილეთ ფასნამატის წარმოქმნის ლოგიკა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი საზღვრიდან დახლამდე. გაიცვალა მოსაზრებები ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ როგორც წინა შემთხვევაში ქსელურ მარკეტებთან, ისე დისტრიბუციის შემთხვევაში, კომპანიები გამოხატავენ აბსოლუტურ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიმუშაოთ ფასების შემცირებაზე“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს