პედრო სანჩესი - მივიღეთ გადაწყვეტილება, ესპანეთმა „მშვიდობის საბჭოს“ წევრობასთან დაკავშირებით აშშ-ის მიწვევა არ მიიღოს

რამდენიმე კვირიანი ფიქრისა და ბევრ ქვეყანასთან კონსულტაციის შემდეგ, დღეს, ჩემს კოლეგებს ევროპულ საბჭოში მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მიიღოს მონაწილეობა ე.წ. მშვიდობის საბჭოში, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.

„ვაფასებთ მიწვევას, მაგრამ უარს ვამბობთ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებულ შეხვედრაში მონაწილეობაზე“, - აღნიშნა სანჩესმა.

მისი განმარტებით, ესპანეთის მთავრობა ამას თანმიმდევრულად და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემასთან და საერთაშორისო სამართალთან მრავალმხრივი წესრიგისადმი ვალდებულებების შესაბამისად აკეთებს.

„ნათელია, რომ ეს საბჭო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარჩოებს სცილდება და, სხვათა შორის, არ მოიცავს პალესტინის ხელისუფლებას. არ დაგვავიწყდეს, რომ ღაზას და ასევე დასავლეთ სანაპიროს მომავალი, მთლიანად პალესტინის მომავალი პალესტინელებმა უნდა გადაწყვიტონ და ისრაელთან მათი მშვიდობიანი და უსაფრთხო თანაარსებობის მომავალი ასევე ისრაელმა და პალესტინამ უნდა გადაწყვიტონ დიალოგის პროცესში, რომელიც ახორციელებს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტას, იძლევა ჰუმანიტარული დახმარების შეღწევის საშუალებას და, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს მშვიდობას“, - აღნიშნა ესპანეთის პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს