კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე - თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია სახელმწიფო გადატრილებასთან დაკავშირებით და აღსრულებაშიც ჰქონდათ უკვე მოყვანილი - უბრალოდ, შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს მაღალ პროფესიონალურ დონეზე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს ჰქონდათ მიღებული დავალება და მიუხედავად ხელისუფლების არაერთი თხოვნისა და მოწოდებისა, დაიწყეს ამ დავალების შესრულება.

როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს თვეების განმავლობაში გაჩაღებული ჰქონდათ კამპანია ხელისუფლების დამხობის შესახებ.

„მთელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია სახელმწიფო გადატრილებასთან დაკავშირებით. კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები საუბრობდნენ სახელმწიფო გადატრიალებაზე, ხელისუფლების დამხობაზე, შეიკრიბნენ და ამის განხორციელებაც დაიწყეს, უბრალოდ, შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს ძალიან მაღალ პროფესიონალურ დონეზე და შეაჩერეს ეს მძიმე ფაქტი - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც აღსრულებაში ჰქონდათ უკვე მოყვანილი.

ძალიან ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადებები, მაშინაც კი, როდესაც კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული და პირდაპირ საუბრობდნენ დამხობაზე, გადატრიალებაზე, ვთხოვდით, არ გადაედგათ ასეთი ნაბიჯი. არაერთხელ გამიკეთებია მეც განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით. ვთხოვდით, რომ ნუ გადადგამდნენ ისეთ ნაბიჯს, რომელიც, პირველ რიგში, მათთვის იქნებოდა დამაზიანებელი და ნუ ჩაიდენდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. არ დაემორჩილნენ, მათ თავიანთი გზა ჰქონდათ, დავალება ჰქონდათ მიღებული, დაიწყეს ამ დავალების შესრულება და სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მოქმედებს კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს