საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან სწავლება ჩატარდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურის ორგანიზებით სტუდენტური ორგანიზაციის „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი“ მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარების თემაზე სწავლება ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლების ფარგლებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ნინო აღლემაშვილმა და ამავე დეპარტამენტის პროკურორმა ირაკლი ქარდავამ კრიმინოლოგთა ჯგუფის წევრებთან ისაუბრეს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პრინციპებზე, შესავალი და დასკვნითი სიტყვის მომზადებაზე, ასევე პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ტექნიკებზე.

„სწავლება ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

სწავლება ოთხ ეტაპიანი იყო და მასში 80-მდე მოსწავლემ და სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. სწავლების მიზანს მონაწილეებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარების თემაზე თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ინფორმაციულ შეხვედრებს აქტიურად ატარებს და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს ისეთი მიზნობრივი ღონისძიებების ჩატარება, რომელიც ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და მათი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!