არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, შეიხი აბდულა ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანი, მიესალმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რუსეთს, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების ჩატარებას. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს მოლაპარაკებები წვლილს შეიტანს კრიზისის დასრულებისკენ ნაბიჯების გადადგმაში, რომელიც თითქმის ოთხი წელია გრძელდება და უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა გამოიწვია“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების სამმხრივი საუბრები უკვე დაიწყო და ორი დღე გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს