აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა, შემდეგი შეხვედრა 24 იანვარს გაიმართება

აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა, შემდეგი შეხვედრა 24 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.

„აბუ დაბიში კირილ ბუდანოვთან, დავით არახამიასთან და სერგეი კისლიცასთან ერთად მონაწილეობა მივიღეთ სამმხრივ შეხვედრაში. ვაფასებთ ამერიკელების შუამდგომლობას. აშშ-ის მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღეს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა, ჯარედ კუშნერმა, ჯოშ გრუენბაუმმა, გენერალმა დენ დრისკოლმა და გენერალმა ალექს გრინკევიჩმა. რუსულ დელეგაციაში იყვნენ სამხედრო დაზვერვისა და არმიის წარმომადგენლები,” - წერს უმეროვი.

მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განხილული იყო რუსეთის ომის დასრულების პარამეტრები და მოლაპარაკების პროცესის შემდგომი ლოგიკა ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიახლოების მიზნით.

„ხვალ კიდევ იქნება შეხვედრები. უკრაინულ დელეგაციას ხვალ შეუერთდებიან გენერალური შტაბის მეთაური ანდრეი გნატოვი და სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი მოადგილე გენერალი ვადიმ სკიბიცკი. ყოველი ეტაპის შედეგად ანგარიშს ვაბარებთ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის,” - წერს უმეროვი.

მისი თქმით, უკრაინული დელეგაცია ჰარმონიულად მოქმედებს იმ მიზნების ჩარჩოში, რომლებიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დასახა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება