რუსეთმა უკრაინას რაკეტებითა და დრონებით შეუტია - არის მსხვერპლი

რუსეთმა უკრაინას რაკეტებითა და დრონებით შეუტია, არის მსხვერპლი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, 24 იანვრის ღამეს, რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით კომბინირებული იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი მძიმედ დაშავდა.

ასევე, რუსების მიერ დრონებით თავდასხმის შემდეგ აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვშიც.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა საცხოვრებელ სახლებს დაარტყეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 14 ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გვიან ღამით საჰაერო განგაშის ხმა ჩერნიგოვის, ხარკოვის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, სუმის, ზაპორიჟიეს, ჩერკასის, ჟიტომირისა და კიევის ოლქებში ისმოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს