გია ვოლსკი -  აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს საბოტაჟი? ან, იქნებ, მექანიზმები არსებობს, რომელიც ამ პრობლემას დაძლევს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“.

როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა, არსებობს გარკვეული რესურსები და რეზერვები იმისათვის, რომ საზოგადოებას მთელი რიგი მიმართულებით ვითარება შეუმსუბუქდეს.

„აუცილებელია, ზედმიწევნით ვიცოდეთ რეალური მდგომარეობა და ზედმიწევნით ვიცოდეთ ის მარშრუტი, რომელსაც საქონელი გადის ბაზებიდან, საიდანაც მოედინება დახლებამდე და რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს განგებ მოგონილი საბოტაჟი. ან, იქნებ, რაიმე მექანიზმები არსებობს, რომელიც ამ პრობლემას დაძლევს. მე ვფიქრობ, რომ თავად საკითხის შესწავლის დაწყება, რომელიც პრემიერმა დააანონსა, გულისხმობს იმას, რომ არსებობს გარკვეული რესურსები და რეზერვები, იმისთვის, რომ საზოგადოებას მძიმე ტვირთი მოვუხსნათ მთელი რიგი მიმართულებებით," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება