გიორგი კაპანაძე - როდესაც „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა როგორც რეჟიმი ხალხის წინააღმდეგ, არ იქნება გასაკვირი თუ ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე უმძიმესი განცხადებები გაჟღერდება - გამოსავალი ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ცვლილებებია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, საზოგადოების უდიდესი ნაწილის მთავარი მოთხოვნა ერთიანობა და გამარჯვების მიღწევაა ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.

მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა, პოლიტიკოსებმა, საზოგადოებრივად აქტიურმა ჯგუფებმა და მოქალაქეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ერთიანობისთვის, რათა შესრულდეს ხალხის დაკვეთა - ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან და განვითარდეს კეთილდღეობისკენ.

კაპანაძის განცხადებით, ვინც უარს იტყვის საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებაზე, პასუხისმგებლობა სწორედ მას დაეკისრება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის დაკვეთა არის ერთიანობა და გამარჯვების მიღწევა ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. ამიტომ პოლიტიკურმა პარტიებმა, პოლიტიკოსებმა, საზოგადოებრივად აქტიურმა ჯგუფებმა და აქტიურმა ადამიანებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთიანობისთვის, რათა შევასრულოთ ხალხის დაკვეთა - ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან და ქვეყანა წავიყვანოთ კეთილდღეობისაკენ. ვინც ამ გაზზე უარს იტყვის ხალხისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებას პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, დაეკისრება მას. ამ თემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს , მჯერა რომ შესაძლებელია ერთობა და გამარჯვების მოპოვება ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც მოლაპარაკებები დასრულდება, საზოგადოება დეტალურად და სრულად იქნება საქმის კურსში“,- განაცხადა კაპანაძემ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კაპანაძემ ჰელსინკის კომისიის მიერ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრა, რომლის სახელწოდებაა - „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“. მისი თქმით, ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე შესაძლოა უმძიმესი შეფასებები და განცხადებები გაჟღერდეს.

„გარდა იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი საზოგადოება ეკონომიკური თვალსაზრისით უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, ამ წლების განმავლობაში მოახერხა სისტემური დანაშაულებრივი სქემის ამუშავება ჩვენი ხალხის და საზოგადოების წინააღმდეგ, მასობრივად დაარღვია ადამიანის უფლებები. შეგახსენებთ, რომ 500-მდე ახალგაზრდა დაასისხლიანა, გაუსწორდა სასტიკად და განახორციელა უმძიმესი დანაშაულებრივი სქემა, მათ შორის, მშვიდობიანი აქციების დარბევით. ამავე დროს გამოიყენა გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება, რომელთა დაკავშირებით კითხვები დღემდე არსებობს და რაზეც ფორმალურმა გამოძიებამ პასუხები ვერ გასცა. ამ უმძიმეს ვითარებაში, როდესაც „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა როგორც რეჟიმი ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, ცხადია, არ არის გასაკვირი ასეთი შეფასებები. არ იქნება გასაკვირი თუკი ამ ბრიფინგზე გაჟღერდება უმძიმესი განცხადებები. ამ უმძიმეს ვითარებაში გამოსავალი არის ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ხასიათის ცვლილებები, რის შემდეგაც სრულიად შესაძლებელია ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და უზრუნველყოფილი იყოს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვა, ისე ეკონომიკური ხასიათის კეთილდღეობა ჩვენი ხალხისთვის“,- განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ცვლილებებია, რაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას გახდეს ევროკავშირის წევრი და უზრუნველყოს როგორც ადამიანის უფლებების დაცვა, ისე ეკონომიკური კეთილდღეობა.

„იმ უმძიმესი ვითარების გამო, რომელშიც ჩვენი საზოგადოება ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“ არ არის გამორიცხული შემდგომი ნაბიჯები - იგივე სანქციებთან დაკავშირებით, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ მასობრივად დაარღვია ადამიანის უფლებები, 500-მდე ახალგაზრდა დაასისხლიანა, ჩაიდინა სისტემური ხასიათის არაერთი დანაშაული. ამის ფონზე ვერც სანქციები გამოირიცხება, ვერც უმკაცრესი განცხადებები. თუმცა გამოსავალი ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ არის პოლიტიკური ხასიათის ცვლილები, რომელიც ხალხის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული“,- განაცხადა კაპანაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!