ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ეს ადამიანები საერთოდ არ ინანიებენ ჩადენილ დანაშაულებს - წარმოიდგინეთ, მათ რომ ჩაუვარდეთ ძალაუფლება ხელში, იმაზე უარესს შემოგვთავაზებენ, ვიდრე დაატრიალეს 9 წლის განმავლობაში

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის წარმომადგენლები საკუთარ დანაშაულებს არ ინანიებენ.

აღნიშნულით მაჭავარიანმა შეაფასა მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება, რომლითაც ის ინგა გრიგოლიას მიერ გადაცემაში ნათქვამ შემდეგ ფრაზას გამოეხმაურა - „მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ირღვეოდა ადამიანის უფლებები“.

„ცოტა ხნის წინ, ბაჩო ახალაიას ინტერვიუც გამოქვეყნდა, რომ ეს ადამიანები საერთოდ არ ინანიებენ იმ დანაშაულებს, რომელიც აქვთ ჩადენილი. წარმოიდგინეთ, მათ რომ ჩაუვარდეთ ძალაუფლება ხელში, იმაზე უარესს შემოგვთავაზებენ, ვიდრე დაატრიალეს 9 წლის განმავლობაში. ბატონი სააკაშვილი ერთი მხრივ, საუბრობს ვაზაგაშვილზე და ვაზაგაშვილთან ერთად, სხვა ახალგაზრდებიც ისხდნენ იმ მანქანაში, როდესაც დემონსტრაციულად ქუჩაში დაცხრილეს მანქანა. თუ ისინი დამნაშავეები იყვნენ, რატომ არ დაიჭირეს? ვინ მისცა უფლება, რომ ქუჩაში დღისით, მზისით ჩაეცხრილათ ახალგაზრდები? არ საუბრობს იმ ასობით ახალგაზრდაზე, ვინც ასევე ქუჩაში იქნა დახოცილი, არ საუბრობს, თუ რა ხდებოდა ციხეში, როდესაც იქ სისტემური წამება-გაუპატიურება იყო და სტრასბურგის სასამართლომ მიანიჭა მას კვალიფიკაცია, რომ ეს დანაშაული იყო სისტემური და სისტემატური. რა ნამუსით ახსენებს საერთოდ ბატონ მოლაშვილს, ნამუსი ნამდვილად არ გააჩნია მიხეილ სააკაშვილს. ადამიანი როგორი წამების ქვეშ იყო და როგორი ნაწამები გამოვიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და სწორედ ეს წამება იყო მისი გარდაცვალების მიზეზი”, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს