„გახარია საქართველოსთვის“ - როცა სახელმწიფოები ეროვნული ინტერესების განმტკიცებაზე არიან კონცენტრირებულნი, საქართველო კარგავს სტრატეგიულ მნიშვნელობას - აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა, რათა საერთაშორისო დღის წესრიგში დავბრუნდეთ

მაშინ, როცა სახელმწიფოები ახალ გლობალურ რეალობაში საკუთარი ეროვნული ინტერესების განმტკიცებაზე არიან კონცენტრირებულნი, საქართველო, „ქართული ოცნების“ არაკომპეტენტური და მცდარი პოლიტიკის შედეგად, კარგავს თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას და რეგიონული და საერთაშორისო იზოლაციის რეალური საფრთხის წინაშე დგება,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადება სამხრეთ კავკასიაში სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ეხება და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში საერთაშორისო თანამშრომლობის როლს უსვამს ხაზს.

„მივესალმებით სამხრეთ კავკასიაში ისტორიული მნიშვნელობის მქონე მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯს და ვულოცავთ სომხეთსა და აზერბაიჯანს ამ პროცესში მიღწეულ პროგრესს. აღნიშნული წინსვლა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს საერთაშორისო თანამშრომლობის გადამწყვეტ როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. აშშ-ის ძლიერი და თანმიმდევრული როლი მშვიდობის ძალისხმევაში გადამწყვეტია.

მაშინ, როცა სახელმწიფოები ახალ გლობალურ რეალობაში საკუთარი ეროვნული ინტერესების განმტკიცებაზე არიან კონცენტრირებულნი, საქართველო, „ქართული ოცნების“ არაკომპეტენტური და მცდარი პოლიტიკის შედეგად, კარგავს თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას და რეგიონული და საერთაშორისო იზოლაციის რეალური საფრთხის წინაშე დგება.

„ოცნების” რეჟიმმა გააუქმა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, შეაჩერა ევროინტეგრაციისკენ სვლა და აგრძელებს აგრესიულ ანტიდასავლურ პოლიტიკას. საქართველო კარგავს მნიშვნელოვან პოზიციებს - სერიოზული საფრთხე ექმნება არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის პერსპექტივას.

საქართველოს მომავალი მჭიდროდაა დაკავშირებული ეფექტურ თანამშრომლობასთან როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ისე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. აუცილებელია ერთობლივი და კოორდინირებული ძალისხმევა, რათა საქართველო კვლავ დაბრუნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში, როგორც სანდო, პასუხისმგებლობიანი პარტნიორი და რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პროექტების აქტიური მონაწილე.“- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს