Human Rights Watch - საქართველოს ხელისუფლება ახლად მიღებულ შემზღუდველ ზომებს მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებურად დასაკავებლად იყენებს - აღნიშნული ზომები საზოგადოებრივ წესრიგს არ იცავს, არამედ განსხვავებულ აზრს ახშობს

საქართველოს ხელისუფლება ახლად მიღებულ შემზღუდველ ზომებს მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებურად დასაკავებლად იყენებს, - ამის შესახებ Human Rights Watch-ის სტატიაშია ნათქვამი.

„საქართველოს ხელისუფლება საჯარო შეკრების შესახებ ახლად მიღებულ შემზღუდველ ზომებს მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებურად დასაკავებლად

იყენებს, რაც საქართველოში პროტესტის უფლების გამოხატვას ართულებს და საშიშს ხდის“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის თანახმად, „2025 წლის 12 დეკემბერს „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები პოლიციას ფართო უფლებას ანიჭებს, შეზღუდოს საპროტესტო აქციები გზებსა და ფეხით მოსიარულეთა ზონებში, მათ შორის ტროტუარებზე, და დაუმორჩილებლობისთვის მძიმე ჯარიმები დააწესოს“.

„კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დემონსტრანტების წინააღმდეგ ათობით საქმე აღიძრა, მათ შორის, პარლამენტთან ახლოს ტროტუარზე უბრალოდ დგომისთვის, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევის შესახებ“, - აღნიშნულია სტატიაში.

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილის, გიორგი გოგიას განცხადებით, „ეს ცვლილებები პოლიციას სახიფათო ფართო უფლებებს ანიჭებს, რათა თავად გადაწყვიტოს როდის, სად და საერთოდ, შეუძლია თუ არა ხალხს პროტესტის გამოხატვა“.

„როგორც ჩანს, კანონის თვითნებურად განხორციელება ხდება, მშვიდობიანი გამოხატვისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის მიზნით. აღნიშნული ზომები საზოგადოებრივ წესრიგს არ იცავს, არამედ განსხვავებულ აზრს ახშობს“, - აცხადებს Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს