დონალდ ტრამპი -  გაერთიანებული სამეფოს დიადი და ძალიან მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად იქნებიან - ყველანი გვიყვარხართ და ყოველთვის გვეყვარებით

გაერთიანებული სამეფოს დიადი და ძალიან მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად იქნებიან, ყველანი გვიყვარხართ და ყოველთვის გვეყვარებით. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

,,გაერთიანებული სამეფოს დიადი და ძალიან მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად იქნებიან! ავღანეთში 457 დაიღუპა, ბევრი მძიმედ დაშავდა და ისინი ერთ-ერთი ყველაზე დიადი მებრძოლები იყვნენ. ეს კავშირია, რომელიც ძალიან ძლიერია იმისთვის, რომ გაწყდეს. გაერთიანებული სამეფოს მებრძოლებს, უდიდესი გულისა და სულის მქონეებს, თანატოლები არ ჰყავთ (აშშ-ის გარდა!). ყველანი გვიყვარხართ და ყოველთვის გვეყვარებით,” - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, აქამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “ნატო-მ ავღანეთში რამდენიმე ჯარისკაცი გაგზავნა და ისინი ფრონტის ხაზიდან მოშორებით, ცოტა უკან დარჩნენ”, რასაც ზოგიერთი ევროპელი ლიდერისგან, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისგან, კრიტიკა მოჰყვა. კერძოდ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ტრამპის ეს განცხადება “შეურაცხმყოფელი” და “საშინელია”.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს