CNN - მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს

მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ქალაქ მინეაპოლისის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში (მინესოტას შტატი) ფედერალურმა აგენტებმა 24 იანვარს მამაკაცი მოკლეს, რაც ერთი თვის განმავლობაში საიმიგრაციო კონტროლის გამკაცრების ფონზე უკვე მეორე მსგავსი მკვლელობაა.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა მამაკაცს თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი, რომელიც მათ პისტოლეტით უახლოვდებოდა.

მინეაპოლისის პოლიციის მეთაურის, ბრაიან ო’ჰარას თქმით, მოკლული მამაკაცი ქალაქის 37 წლის მაცხოვრებელი და, როგორც ითვლება, აშშ-ის მოქალაქე იყო. მამაკაცს იარაღის კანონიერად ჰქონდა შეძენილი და ნასამართლეობა არ გააჩნდა.

,,კიდევ რამდენი მაცხოვრებელი, რამდენი ამერიკელი უნდა მოკვდეს ან სერიოზული დაზიანებები მიიღოს, რათა ეს ოპერაცია შეწყდეს?” - განაცხადა მინეაპოლისის მერმა, ჯეიკობ ფრეიმ.

მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპმს სროლის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს