Axios - აბუ-დაბიში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები არა მხოლოდ სამმხრივ, არამედ ორმხრივ ფორმატშიც გაიმართა

თეთრ სახლს რამდენიმე თვე დასჭირდა იმისთვის, რომ რუსები და უკრაინელები აშშ-ის შუამავლობით სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვაში დაერწმუნებინა, - Axios-ის ცნობით, ამის შესახებ ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მათი თქმით, აბუ-დაბიში მოლაპარაკებებს საფუძველი ჩაუყარა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დავოსში გამართულმა შეხვედრამ და ტრამპის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფს, ჯარედ კუშნერსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მოსკოვში გამართულმა შეხვედრამ.

„პუტინიც და ზელენსკიც თავიანთი მომლაპარაკებლების გაგზავნაზე დათანხმდნენ. ეს აჩვენებს, ისინი თვლიან, რომ პროგრესი ხდება“, - განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

ამასთან, უკრაინელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა შეხვედრა გამართეს არა მხოლოდ სამმხრივ ფორმატში, არამედ ისინი პირდაპირ, ამერიკელების გარეშეც შეხვდნენ ერთმანეთს.

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, დავოსში ორდღიანი მოლაპარაკებების დროს ყველა საკითხი განიხილეს - რუსეთის ტერიტორიული მოთხოვნები დონბასში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული დავა და ის, თუ რა სახის დეესკალაციური ნაბიჯები იქნება საჭირო მხარეებისგან.

„ყველაფერი განიხილეს. არცერთი საკითხი არ დაგვიტოვებია განხილვის მიღმა. დიდი პატივისცემა დავინახეთ, რადგან ისინი ნამდვილად ეძებდნენ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი მომავალ კვირას აბუ დაბიში გაიმართება. ამერიკელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, შემდეგი რაუნდი, სავარაუდოდ, 1-ელ თებერვალს შედგება.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა