ვოლოდიმირ ზელენსკი გიტანას ნაუსედას შეხვდა

ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრისას, უპირველეს ყოვლისა, განვიხილეთ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მხარდაჭერა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსეთი ყოველდღიურად თავს ესხმის უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს, ამის შესახებ და ასევე, უკრაინის ენერგეტიკული მდგრადობისა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საჭიროებების შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა.

„მადლობა მხარდაჭერისთვის - ლიეტუვამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, დაეხმაროს უკრაინის ქალაქებსა და თემებს თითქმის ასი გენერატორის გადაცემით. ასევე განვიხილეთ სამხედრო თანამშრომლობა, თავდაცვის ერთობლივი პროექტები და ლიეტუვას წინადადება ვილნიუსში იარაღის ექსპორტის პლატფორმის შექმნის შესახებ, PURL-ის ინიციატივის მხარდაჭერა და SAFE ინსტრუმენტის ფარგლებში თანამშრომლობა“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, შეხვედრის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებს შორის დიპლომატიის საკითხიც იყო.

„გავუზიარე უახლესი დეტალები მშვიდობისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ, აბუ დაბიში გამართული შეხვედრების ჩათვლით, რომლებშიც მონაწილეობდნენ უკრაინის, ამერიკის და რუსეთის დელეგაციები. უკრაინა, როგორც ყოველთვის, თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს, რათა ომი დასრულდეს“, - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ლიეტუვაში დღეს ჩავიდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს