რომის პაპი - უკრაინა კვლავ განიცდის დაუნდობელ თავდასხმებს - მოვუწოდებ ყველას, გააძლიერონ ძალისხმევა ომის დასასრულებლად

რომის პაპმა ლეო XIV-მ მორწმუნეებს მოუწოდა, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მშვიდობის დამყარებისთვის ილოცონ.

რომის პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე ლოცვის წაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინაზე თავდასხმების ზამთრის ცივ დღეებშიც გრძელდება.

„ამ დღეებშიც კი, უკრაინა კვლავ განიცდის დაუნდობელ თავდასხმებს, რაც მთელ მოსახლეობას ზამთრის სიცივის წინაშე დაუცველს ტოვებს. მწუხარებით ვადევნებ თვალყურს მიმდინარე მოვლენებს, ახლოს ვარ მათთან, ვინც იტანჯება და ვლოცულობ მათთვის“, - აღნიშნა პაპმა.

მისი თქმით, გაჭიანურებული კონფლიქტი მუდმივად სერიოზულ შედეგებს იწვევს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, აფართოებს უფსკრულს ხალხებს შორის და ხელს უშლის სამართლიან და მდგრად მშვიდობას.

„მოვუწოდებ ყველას, გააძლიერონ ძალისხმევა ომის დასასრულებლად. ვილოცოთ მშვიდობისთვის: უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში და ყველა რეგიონში, სადაც, სამწუხაროდ, ადამიანები იბრძვიან ინტერესებისთვის, რომლებიც არ შეესაბამება მათი ხალხის ინტერესებს. მშვიდობა ადამიანების პატივისცემით შენდება!“ - აღნიშნა პაპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს