ვოლოდიმირ ზელენსკი - ლუკაშენკოს თეთრ შპიცს ბელარუსის მოსახლეობაზე მეტი უფლებები აქვს - ევროპამ არ უნდა დაკარგოს არცერთი ერი, რომელიც თავისუფლებით ცხოვრობს

სამწუხაროდ, ახლა ლუკაშენკოს თეთრ შპიცს ბელარუსის მოსახლეობაზე მეტი უფლებები აქვს, 2020 წელს ამის შეცვლის შანსი არსებობდა და დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნება შანსი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ ბელარუსების მიმართ მხარდაჭერა საკმარისი არ იყო.

„ახლა კი ყველანი ვგრძნობთ, რამდენად რთული, რამდენად ძვირი და რამდენად საშიში გახდა ეს ყველასთვის ბელარუსის მოსკოვზე დამოკიდებულების გამო - დამოკიდებულების, რომელიც არ მცირდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რეაქტიული „შაჰედის“ დრონების რუსი ოპერატორები უკრაინის წინააღმდეგ ბელარუსის ტერიტორიიდან მოქმედებენ.

„რუსეთი ბელარუსს იყენებს, როგორც პლატფორმას ევროპისა და მსოფლიოს „ორეშნიკის“ იარაღით შანტაჟისთვის. ბელარუსის ინდუსტრია რუსეთის ომისთვის მუშაობს და ბელარუსული სავაჭრო კავშირები პუტინს ეხმარება შეიძინოს კომპონენტები, რომლებიც საჭიროა ევროპაში ჩვენს წინააღმდეგ საშიშროების შესაქმნელად”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ევროპამ არ უნდა დაკარგოს არცერთი ერი, რომელიც თავისუფლებით ცხოვრობს.

„ევროპამ არ უნდა დაკარგოს დრო. სწორედ ამიტომ, ყოველდღე, ჩვენ ყველამ ევროპაში უნდა ვიმუშაოთ ძლიერი ევროპისთვის“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს