ბათუმში, გოგოლიშვილის ქუჩაზე, სადაც ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი კორპუსებს აშენებდა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, გოგოლიშვილის ქუჩაზე, სადაც ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი კორპუსებს აშენებდა, მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი თქმით, ისინი უსახლკარო პირები არიან და თავშესაფარს ითხოვენ.

აქციის მონაწილეები, ამბობენ, რომ აღნიშნული შენობები, ბიზნესმენს სახელმწიფოს მხრიდან ჩამოერთვა, შეკრებილები ხელისუფლებას მიმართავენ და მოითხოვენ, რომ აღნიშნულ კორპუსებში მოქალაქეებს საცხოვრებელი ფართები გადაეცეს.

“წლებია ქუჩაში ვართ და ვიბრძვით თავშესაფრისთვის. ჩვენი მდგომარეობა არავინ არ შეისწავლა. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება სახლი. ვიღებთ სოციალურ დახმარებას. აქ ველოდებით მთავრობის წარმომადგენლებს”,- ამბობენ შეკრებილები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება