ბორის პისტორიუსი - დონალდ ტრამპმა ავღანეთის მისიებში მონაწილე ნატო-ს ჯარისკაცების შესახებ კომენტარისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან გონივრული იქნებოდა ბოდიში მოეხადა ნატო-ს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის მის მიერ გაკეთებული კომენტარის გამო, რომ ავღანეთში ალიანსის მისიებში მონაწილე სხვა ქვეყნების მებრძოლები ფრონტის ხაზისგან მოშორებით იმყოფებოდნენ.

პისტორიუსის თქმით, ტრამპის კომენტარები „უხამსი და უპატივცემულობის გამომხატველი“ იყო. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოდიშის მოხდა „წესიერების, პატივისცემისა და კეთილგონიერების ნიშანი“ იქნებოდა.

„მაგრამ ყველამ ვიცით, როგორ მოქმედებს ამერიკელი პრეზიდენტი“, - დასძინა პისტორიუსმა.

მისი თქმით, სიტუაციას აშშ-ის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთთან განიხილავს როგორც კი მას შეხვდება.

„უდიდეს პატივს ვცემ ამერიკელი ერის მიღწევებს და იმ მოკავშირეს, რომელიც შეერთებული შტატები იყო ჩვენთვის 70 წლის განმავლობაში. თუმცა პატივისცემა ორმხრივი უნდა იყოს“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, გერმანელი ჯარისკაცები ავღანეთში 19 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ და გერმანიამ ნატო-ს მისიის დროს „დიდი ფასი გადაიხადა“.

„59 ჯარისკაცი და სამი პოლიციელი ბრძოლაში, თავდასხმებსა თუ უბედურ შემთხვევებში დაიღუპა. დაჭრილი ჯარისკაცების უმეტესობა დღემდე იტანჯება მიღებული ტრავმით - როგორც ფსიქიკური, ასევე ფიზიკური. იგივე ეხება მათ ოჯახებს, რომლებიც ამ ტკივილს მთელი ცხოვრება ატარებენ“, - აღნიშნა პისტორიუსმა.

მანამდე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ტრამპის განცხადებას „შეურაცხმყოფელი და ნამდვილად საშიში“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ტკივილს აყენებს იმ ადამიანების ოჯახებს, რომელთა ახლობლებიც ავღანეთის მისიის დროს დაიღუპნენ ან დაიჭრნენ.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა კი აშშ-ის პრეზიდენტს პოლონელი ვეტერანების პატივისცემისკენ მოუწოდა, რომლებმაც, მისი თქმით, მოკავშირეთა ვალდებულებების მიმართ თავიანთი ერთგულება დაამტკიცეს.

ცნობისთვის, 22 იანვარს Fox Business-თან ინტერვიუში ტრამპმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ნატო-ს მოკავშირეები საჭიროების შემთხვევაში არ დაეხმარებიან შეერთებულ შტატებს და კომენტარი გააკეთა ალიანსის სხვა ქვეყნების ჯარისკაცების მონაწილეობაზე ავღანეთში 2001-2021 წლებში განხორციელებულ მისიებში. „ჩვენ მათთვის არასდროს არაფერი გვითხოვია. ისინი იტყვიან, რომ ავღანეთში ჯარისკაცები გაგზავნეს და ეს სიმართლეა. მაგრამ ისინი ცოტა უკან დარჩნენ, ფრონტის ხაზიდან ცოტა მოშორებით“, - განაცხადა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს