გივი თარგამაძე - დაეტყო ციხეს „ქოცების“ ახალი პოპულაციის ზრდა, გამოცვალეს განათებები დერეფნებში, საჭმლის შეტანა არ შეიძლებოდა,  უკვე შეიძლება - დროა, ახლანდელ ტრენდზე გადასვან სისტემა, იყოს ერთი პარტია - ერთი ციხე

ალბათ, დროა უკვე, რომ ახლანდელ ტრენდზე გადასვან ეს სისტემა - ხომ არის, ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი, ერთი უბანი ერთი სუპერმარკეტი და იყოს ასევე, ერთი პარტია ერთი ციხე , - ამის შესახებ საპატიმროს დატოვების შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ განაცხადა.

მან ამასთან განმარტა, რომ ციხეს უკვე დაეტყო „ქართული ოცნების“ პოპულაციის მატება.

„გარწმუნებთ, ახლა ბევრად მოწყვლადია ეს რეჟიმი. ამას ვხედავდი ციხეში მათი პოპულაციის განუწყვეტელი მატების გამო. იმ „ქოცებს“, ვინც ახლა რიგშია, მინდა უფასო რჩევა მივცე - სანამ დრო აქვთ, მიხედეთ ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების საკითხს და მერე მრავალი წლის განმავლობაში, გრძელი ღამეებისა და დღეების განმავლობაში, ჩემი მადლიერი იქნებიან ამ რჩევისთვის, იმიტომ, რომ ამ ციხეში წყალია პრობლემა, ისიც უფრო ზაფხულში, სხვა მხრივ "იჯდომება", ნახავენ თვითონაც და დარწმუნდებიან. ისე, „მოიხოდნენ“ უკვე, დაეტყო ციხეს ეს ახალი პოპულაციის ზრდა, გამოცვალეს განათებები დერეფნებში, საჭმლის შეტანა რომ არ შეიძლებოდა, სამი დღის წინ გვითხრეს, რომ უკვე შეიძლება, თვეში ორჯერაც შეიძლება, მოუვლიან მაგ ხალხს. საერთოდ, ალბათ, დროა უკვე, რომ ახლანდელ ტრენდზე გადასვან ეს სისტემა- ხომ არის, ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი, ერთი უბანი ერთი სუპერმარკეტი და იყოს ასევე ერთი პარტია ერთი ციხე.“- განაცხადა თარგამაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს