ირაკლი კობახიძე - პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს საბაჟო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს - თქვენი შრომა ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების ფუნდამენტს ქმნის

პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს საბაჟო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მადლობას გიხდით­ იმ მაღალი პროფესიონალიზმისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისთვის, რომლითაც ჩვენს ქვეყანას თითოეული თქვენგანი ემსახურებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ხელისუფლების მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს მრავალფუნქციურ რეგიონულ ჰაბად, რაც კეთილდღეობას მოუტანს ყველას, მოქალაქეებსაც და პარტნიორებსაც და ეს სტრატეგია მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეფუძნება.

„თქვენი შრომა, ხშირად, შეუმჩნეველია ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა ის ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების ფუნდამენტს ქმნის. სწორედ, თქვენ უზრუნველყოფთ კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობას, ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზებას და მოქალაქეების დაცვას კონტრაბანდული, თუ სახიფათო პროდუქციისგან. თქვენი სამსახური თანამედროვე, გამჭვირვალე და ეფექტიან სისტემად ჩამოყალიბდა, რაც ეკონომიკური ზრდის, ინვესტორთა ნდობისა და სამართლიანი კონკურენციის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე ჩვენს ქვეყანას ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს. საქართველო საიმედო დასაყრდენია ზღვაზე გასასვლელის არმქონე 7 სახელმწიფოსთვის, რომლებსაც გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომას საქართველო სთავაზობს. ჩვენი მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს მრავალფუნქციურ რეგიონულ ჰაბად, რაც კეთილდღეობას მოუტანს ყველას, ჩვენს მოქალაქეებსაც და პარტნიორებსაც.

ეს სტრატეგია ეფუძნება მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, მშრალი პორტები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ემსახურება საქართველოს როლის გაძლიერებას შუა დერეფანში“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს