ირაკლი კობახიძე - დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესშია, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება, პროცესში გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები

დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესშია, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება, ამ პროცესში გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოში წარმატებით დაინერგა ევროკავშირთან თავსებადი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა, რაც ერთი დეკლარაციითა და ერთი გარანტიით უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებას ევროკავშირსა და კონვენციის წევრ 39 ქვეყანაში.

„დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესშია, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება. ამ პროცესში გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები. ექსპორტისა და იმპორტის მზარდი მაჩვენებლების პარალელურად, საქართველოში წარმატებით დაინერგა ევროკავშირთან თავსებადი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა. ეს სისტემა ერთი დეკლარაციითა და ერთი გარანტიით უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებას ევროკავშირსა და კონვენციის წევრ 39 ქვეყანაში. ამასთანავე, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთობლივი საბაჟო-გამშვები პუნქტების პროექტებზე, რაც რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს