ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, უსწრაფესად მოხერხდება ფორმატებზე შეჯერება, მზად ვარ, პირადად ჩავერთო ასეთ დისკუსიებში - დებატები არის ყველაზე ეფექტიანი გზა პოლარიზაციის მაქსიმალურად დაძლევისათვის

დებატები არის ყველაზე ეფექტიანი გზა საქართველოში პოლარიზაციის მაქსიმალურად დაძლევისათვის , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, დებატებს „ჯანსაღი ფორმა უნდა ჰქონდეს“.

„ჩვენი ერთადერთი პირობა არის ის, რომ ამ დებატებს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი ფორმა და დებატების ერთადერთი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ყველა თემასთან დაკავშირებით. ეს დებატები უნდა იყოს საგნობრივი, უნდა იყოს თემატური. ჩვენ ასე წარმოგვიდგენია დისკუსიები, რომლებიც საჯარო სივრცეში უნდა გაიმართოს. დანარჩენი არის მედიასთან კონსულტაციების საგანი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე, უსწრაფესად მოხერხდება ამ ფორმატებზე შეჯერება. მეც მზად ვარ, პირადად ჩავერთო ასეთ დისკუსიებში. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, შედგეს ჯანსაღი დისკუსიები, ჯანსაღი დებატები. ეს არის ყველაზე ეფექტიანი გზა საქართველოში პოლარიზაციის მაქსიმალურად დაძლევისათვის“,- განაცხად კობახიძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ის მზად არის „ნებისმიერი ჯანსაღი ფორმატის დისკუსიაში“ მონაწილეობა მიიღოს.

„კი, მე მზად ვარ. სიამოვნებით, მზად ვარ, ნებისმიერი ჯანსაღი ფორმატის დისკუსიაში მონაწილეობისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ შესაბამის კითხვაზე პასუხად.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!