ირაკლი კობახიძე აშშ-ის საემიგრაციო ოფიცრების მიერ ორი პირის მკვლელობის ფაქტზე - ყველგან არის ორმაგი სტანდარტები, ევროპული ბიუროკრატია გამოირჩეოდა საგანგებო განცხადებებით საქართველოსთან დაკავშირებით, არაფერს ამბობდნენ ძალადობრივ აქციებზე

თავის დროზე ევროპული ბიუროკრატია გამოირჩეოდა საგანგებო განცხადებებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, არაფერს ამბობდნენ იმ ძალადობრივ აქციებზე, რომლებიც წინ უსწრებდა ამ მოვლენებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს აშშ-ის ფედერალური საემიგრაციო ოფიცრების მიერ ორი პირის მკვლელობის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.

პრემიერის თქმით, ყველგან არის ორმაგი სტანდარტები.

“გახსოვთ, რომ თავის დროზე ევროპული ბიუროკრატია გამოირჩეოდა საგანგებო განცხადებებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. არაფერს ამბობდნენ იმ ძალადობრივ აქციებზე, რომლებიც წინ უსწრებდა ამ მოვლენებს და გახსოვთ, რომ უსამართლოდ ადანაშაულებდნენ ჩვენს სამართალდამცავებს კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. ეს არის, რაც გვახსოვს ჩვენ ევროპული ბიუროკრატიისგან. ყველგან არის ორმაგი სტანდარტები. ეს არის ზოგადი კომენტარი, რაც შემიძლია გავაკეთო”, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს