ირაკლი კობახიძე - აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ე.წ. TRIPP-ის მარშრუტს ეძღვნება, ამიტომ ლოგიკურია, რომ ის აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩადის - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი ძალიან მძიმეა, ჩვენ მოთმინებით ველოდებით!

როგორც ჩვენ ვიცით, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი კონკრეტულად ე.წ. TRIPP-ის მარშრუტს ეძღვნება - შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში ვიზიტის ადრესატი სწორედ ორი ქვეყანაა! მეტი, რა კომენტარი გავაკეთო ამასთან დაკავშირებით? – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, თებერვალში, ჯეი დი ვენსის სამხრეთ კავკასიაში - კერძოდ კი, სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, რატომ არ მოხდა მის მარშრუტში საქართველოც.

ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, როდესაც საუბარია სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო როლზე და საქართველო სატრანზიტო მარშრუტის ნაწილია, რატომ არ მოხვდა ქვეყანა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის დღის წესრიგში, კობახიძემ განაცხადა, რომ „ეს არის მათი გადასაწყვეტი“.

“ჩვენი ინფორმაციით, ეს ვიზიტი კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება - გამომდინარე აქედან, სრულიად ბუნებრივია, რომ ამერიკელი პოლიტიკოსი აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩადის.

თქვენ იცით, როგორია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი. ეს კონტექსტში არის ძალიან მძიმე. ეს კონტექსტი ბაიდენის ადმინისტრაციამ შექმნა. ვნახოთ, ამ ფონზე როგორ განვითარდება. ჩვენ მოთმინებით ველოდებით. ჩვენ საჯაროდ გვაქვს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით.

ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მოთმინებით ველოდებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს