კომპანია „ფრიქსის“ დამფუძნებელი - მწარმოებლებმა და დისტრიბუტორებმა, ოპტიმიზაცია გავაკეთეთ, ახლა ქსელების ჯერია, რომ გადახედონ მოგებას - მათი „ქეშბექი“ 45 პროცენტამდეა გაზრდილი, ეს იწვევს პროდუქტებზე ფასების ზრდას

ფასებთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია მთავრობის ადმინისტრაციაში მწარმოებლებთან შეხვედრას მართავს. შეხვედრას სხვადასხვა სასურსათო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებიან.

როგორც მწარმოებლები აცხადებენ, წარმოებული პროდუქტის ფასს, მაღაზიების მხრიდან მოთხოვნილი მაღალი „ქეშბექი“ აძვირებს.

„უნდა მოხდეს ქსელების მარჟის გადახედვა. მათი მომგებიანობა ბოლო 5 წლის განმავლობაში გაორმაგებულია. მწარმოებლებმა, ისე როგორც დისტრიბუტორებმა, მაქსიმალური ოპტიმიზაცია გავაკეთეთ, ახლა ქსელების ჯერია, რომ გადახედონ მოგებასა და საოპერაციო ხარჯებს, ეს კი ფასების კლებას გამოიწვევს. მათი „ქეშბექი“ 20 პროცენტიდან დაახლოებით 45 პროცენტამდეა გაზრდილი. ეს იწვევს ფასების ზრდას“, - განაცხადა კომპანია „ფრიქსის“ დამფუძნებელმა, ირაკლი ქურდაძემ.

სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრა ფარმაცევტულ კომპანიებთან, რის შემდეგაც შეხვედრა გაიმართება საწვავის ფასთან დაკავშირებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება