ირაკლი კობახიძე - ვხედავთ, რომ ჰელსინკის კომისიაში დონალდ ტრამპის მაგინებელი კონკრეტული ადამიანია დაბარებული - ასეთი დისკუსია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას ხელს ვერ შეუწყობს

ვხედავთ, რომ ჰელსინკის კომისიაში დონალდ ტრამპის მაგინებელი კონკრეტული ადამიანია დაბარებული - ასეთი დისკუსია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას ხელს ვერ შეუწყობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჰელსინკის კომისიაში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ მოსმენასთან და მასში ლორა თორნტონისა და ჯო უილსონის მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, ლორა თორნტონი პრეზიდენტ ტრამპს უკიდურესი ფორმით აყენებდა შეურაცხყოფას და ასეთ ადამიანს ახლა ჰელსინკის კომისია უსმენს.

მისივე შეფასებით, ჰელსინკის კომისიაში დაგეგმილი მოსმენის მიზანია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისთვის ხელის შეშლა.

“ძალიან კარგად იცით, როგორია ამ ორი ადამიანის რეპუტაცია, როდესაც ჰელსინკის კომისია ამ ორ ადამიანს უსმენს, ეს თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. გახსოვთ, მათ შორის, ქალბატონი ლორა თორნტონის განცხადებები პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით, უკიდურესი ფორმით აყენებდა შეურაცხყოფას აშშ-ის პრეზიდენტს და ასეთ ადამიანს უსმენს ახლა ჰელსინკის კომისია. ეს, თავისთავად, ყველაფერზე მეტყველებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ მოსმენას გამართავს. კომისიის ცნობით, მოსმენა - სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს