დიმიტრი პესკოვი აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრებზე - დღის წესრიგში რთული საკითხებია, მაგრამ თუ მოლაპარაკებების გზით რაღაცის მიღწევას ცდილობ, კონსტრუქციულად უნდა ისაუბრო

კრემლი დადებითად აფასებს აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მე არ ვიტყოდი, რომ იქ რაიმე მეგობრულობა იყო, ამ ეტაპზე ეს ნაკლებად სავარაუდო იყო. შეცდომა იქნებოდა პირველი კონტაქტებიდან მაღალი შედეგების მოლოდინი. დღის წესრიგში რთული საკითხებია, მაგრამ თუ მოლაპარაკებების გზით რაღაცის მიღწევას ცდილობ, კონსტრუქციულად უნდა ისაუბრო”, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსი მომლაპარაკებლები იცავენ ქვეყნის ინტერესებს და მუდმივად აწვდიან ვლადიმერ პუტინს ინფორმაციას მიღწეული შედეგების შესახებ.

პესკოვმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების გაგრძელება მომავალ კვირას არის დაგეგმილი, თუმცა, აღნიშნა, რომ მოსკოვი საჯაროდ არ განიხილავს ამ შეხვედრებზე წამოჭრილ ცალკეულ თემებს.

„საიდუმლო არ არის და ეს ჩვენი პრეზიდენტის თანმიმდევრული პოზიციაა, რომ ტერიტორიული საკითხი, რომელიც ანკორიჯის ფორმულის ნაწილია, რა თქმა უნდა, რუსული მხარისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა“, - აღნიშნა პესკოვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს