კახა კალაძე - დღეს ნამდვილად არ ჩანს, რომ ტრამპმა „დიფ სთეითი“ დაამარცხა, ამიტომ ვართ მოლოდინის რეჟიმში

საქართველო აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინის რეჟიმშია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მეტყველებს თუ არა ის ფაქტი, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსი სამხრეთ კავკასიის ორ სახელმწიფოში სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტისას საქართველოს არ ეწვევა, იმაზე, რომ საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობი ვერ განახლდა.

მისი თქმით, საქართველოს მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა მზაობა აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის, რადგან პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსთან მიმართებით იყო არასამართლიანი და მუქარებზე დაფუძნებული დამოკიდებულება.

„ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ძალიან ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ ურთიერთობები გადაიტვირთოს. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან რა დამოკიდებულებაც იყო საქართველოსთან მიმართებით - არასამართლიანი, მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, სიცრუე, მუქარები - ეს კატეგორიულად მიუღებელია.

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს. მერე რა, რომ პატარა ქვეყანა ვართ. ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ამისთვის ჩვენმა წინა თაობებმა, ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს. ჩვენ დღესაც გვიწევს ბრძოლა და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები იყოს გატარებული. სხვა ურთიერთობას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვართ მოლოდინის რეჟიმში.

ტრამპის მთავარი დაპირებები იყო ომის დასრულება, ასევე მთავარი დაპირება და ერთ-ერთი პრიორიტეტული ხაზი იყო „დიფ სთეითის“ დამარცხება და ვართ მოლოდინის რეჟიმში, ვგულშემატკივრობთ მას, თუ ის ნამდვილად მოახერხებს და შეძლებს ამ ყველაფერს. დღეს ნამდვილად არ ჩანს, რომ ან ომი იყოს დასრულებული, ან მან „დიფ სთეითი“ დაამარცხა. არც ერთი არის, არც მეორე, ამიტომ ვართ მოლოდინის რეჟიმში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა, - ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავრცელებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს გასული წლის აგვისტოში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების პირობების დაცვისთვის. ეს საშინელი ომი იყო, 8 ომიდან ერთ-ერთი, რომელიც მე დავასრულე, მაგრამ ახლა კეთილდღეობა და მშვიდობა გვაქვს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანსა და სომხეთს თებერვალში ეწვევა, რათა სამშვიდობო ძალისხმევისა და „ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განვითარებას ხელი შეუწყოს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი