ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი გაცნობითი ვიზიტით ეწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში თურქეთის ელჩმა ადვოკატ ირაკლი ყანდაშვილს ქართველ ადვოკატთა მაღალი ნდობის საფუძველზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ელჩმა აღნიშნა ადვოკატთა პროფესიის მნიშვნელოვანი როლი სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცებისა და დამოუკიდებელი, ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფის პროცესში. მისივე განცხადებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახლადარჩეული თავმჯდომარის პროფესიული გამოცდილება და წლების განმავლობაში საელჩოსთან პირადი თანამშრომლობის გამოცდილება, ქმნის მყარ საფუძველს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და თურქეთს შორის საადვოკატო სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისათვის.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ვიზიტისა და გამოხატული ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთა თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ მიმართულებით ასოციაციის მზაობა დაუფიქსირა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით და სამომავლოდ ორი ქვეყნის პროფესიულ გაერთიანებებს შორის პროფესიული ღონისძიებებისა და ინიციატივების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი