"ევროპის უნივერსიტეტში" აშშ-ის საელჩოსთან პარტნიორობით ტრენინგი გაიმართა

26 იანვარს, „ევროპის უნივერსიტეტში", საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან პარტნიორობით "ინგლისურის როგორც უცხოური/მეორე ენის სწავლების სპეციფიკის შესახებ" ტრენინგი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგს თბილისში აშშ-ის საელჩოს ინგლისური ენის სპეციალისტი მაიქლ ვესიო უძღვებოდა.

„ინტერაქციული სამუშაო შეხვედრის მიზანი მონაწილეთა სწავლების მეთოდების ეფექტურად გამოყენების უნარის განვითარება და პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესება იყო.

მაიქლ ვესიოს აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება განათლების ლიდერობის, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების და ციფრული კომუნიკაციის მიმართულებით.

პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დაფუძნებული შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ თანამშრომლობითი სწავლების კონკრეტულ სტრატეგიებს.

მონაწილეები ჩაერთნენ ინტერაქტიურ აქტივობებში, დისკუსიაში და სხვადასხვა უნარის განვითარებაზე ორიენტირებულ სავარჯიშოში, რაც მათ მოგვიანებით შეუძლიათ საკუთარ პრაქტიკაში დანერგონ.

ტრენინგის სპეციფიკა: სწავლების პრაქტიკული მეთოდები და გაკვეთილის დაგეგმვის ეფექტური სტრატეგიები; სასწავლო ტექნოლოგიები და ციფრული საშუალებები განათლებაში; ინტერაქციული დავალებები და პროფესიული კავშირების დამყარების შესაძლებლობა; პრაქტიკული გამოცდილება, რაც მონაწილეებმა შეიძლება პრაქტიკაში დანერგონ.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ინგლისურის, ასევე ქართულის, როგორც უცხოური ენის პედაგოგები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს